მარიო რუი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

areanapoli-ს ცნობით, 33 წლის მცველი მარიო რუი “ნაპოლის” დაემშვიდობება.
მარიო რუი, მისი მეუღლე და შვილები ნეაპოლში თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება სურთ და მარიომ შეიძლება კარიერა “ბენფიკაში” გააგრძელოს.
ფეხბურთელმა აგენტს უკვე დაავალა ლისაბონში სახლის მოძებნა. ის “ბენფიკას” სისტემაში 2009-2010 წლებში იმყოფებოდა, მაგრამ პირველ გუნდში არ უთამაშია, “ნაპოლიში” კი 2018 წელს “რომადან” გადავიდა.