მარიო რუი “ნაპოლის” ტოვებს – პორტუგალიელის ახალი კლუბი ცნობილია

“ნაპოლის” განაპირა მცველი მარიო რუი კარიერას “სან პაულოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას “ნაპოლისთან” დაახლოებული ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის პორტუგალიელმა ბრაზილიურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რუი “ნაპოლის” 2017 წელს, “რომადან” შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში მარიომ “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე 227 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 26 საგოლე პასით გამოიჩინა.