მარიო რუიმ “ნაპოლი” დატოვა

33 წლის მცველმა მარიო რუიმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა, – ამის შესახებ იტალიური კლუბი საიტით იტყობინება.
მარიო რუი ლუჩანო სპალეტის გუნდში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ანტონიო კონტემ კი მის სამსახურზე უარი თქვა და არ ათამაშა. პორტუგალიელი უკვე თავისუფალი აგენტია და შეუძლია სხვა კლუბში გადავიდეს.
მარიო რუი “ნაპოლიში” 2017 წლის ზაფხულში იჯრით გადავიდა, ხოლო იანვრის დასაწყისში პარტენოპეიმ” გამოისყიდა. მან ნეაპოლურ გუნდში 227 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში