მარინ ლე პენმა დაგმო აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა სამშაბათს გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში -ის პრეზიდენტი გააკრიტიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტისთვის.
„მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების უცერემონიობა უნდა გაიკიცხოს. ეს დიდი სისასტიკეა უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ საკუთარ ქვეყანას,“ მოჰყავს გაზეთს ლე პენის სიტყვები.
„ვერავინ დააძალებს შეერთებულ შტატებს დახმარების გაგრძელებას, თუკი მას ეს არ სურს“, აღიარა ლე პენმა, მაგრამ ვაშინგტონს სთვის „გონიერი ვადა“ უნდა მიეცა გადაწყობისთვის.
ლე პენი წარსულში პრორუსული პოზიციით იყო ცნობილი. მაგრამ ის თანმიმდევრულად ატარებს ზოგ საკითხში თავისი პარტიის ძველი ექსტრემისტული პოზიციის შერბილების კურსს. ამჟამად „ნაციონალური გაერთიანება“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თავის შეხედულებათა კავშირის შესახებ საუბარსაც კი გაურბის. როგორც BBC შენიშნავს, პარტიის ხელმძღვანელობაში მის პროტეჟეს, ჟორდან ბარდელას, უფრო პროუკრაინული პოზიციაც კი უკავია – ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად.
ლე პენის პარტიას საკმაოდ დიდი შანსები აქვს, რომ ბევრი ხმა მიიღოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ წელს გაიმართება საფრანგეთში. მიიჩნევა, რომ თავად მასაც კარგი შანსები ექნება საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად.

ასევე დაგაინტერესებთ