მარინ ლე პენი – ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, მისი პარტიის გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.
“ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების თესლს დღევანდელ შედეგში ვხედავ“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი – „ახალი სახალხო ფრონტი“ იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ს ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი – ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც ს პირველ ტურში გაიმარჯვა. ამასთან, ეგზიტპოლების თანახმად, გამარჯვების მიუხედავად, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემდეგ, 200-ზე მეტმა მემარცხენე და ცენტრისტმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა – ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი იმ მიზნით, რომ „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ ხმები ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მიემართათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?