მარინ ლე პენი – პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს

პრეზიდენტს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს , – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ წევრმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
„რაც შეეხება პრემიერის არჩევას, პრეზიდენტმა გააცნობიერა, რომ მას დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ჯორდან ბარდელა ფრანგი ხალხისგან მანდატს მიიღებს“, – განაცხადა ლე პენმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია იმაში, რომ მისი პარტია პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, მთავრობას ჩამოაყალიბებს და შეზღუდვებს დააწესებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ემანუელ მაკრონს უკრაინის მხარდასაჭერად.
„ჯორდანი მასთან დაპირისპირებას არ აპირებს, მაგრამ მან წითელი ხაზები მკაფიოდ განსაზღვრა. პრეზიდენტი ში ჯარების გაგზავნას ვერ შეძლებს“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპარლამენტო 30 ივნისსა და 7 ივლისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს