მარინ ლე პენი ევროპარლამენტში ორბანის ულტრამემარჯვენე ფრაქციას შეუერთდა

მარინ ლე პენის პარტია ეროვნული გაერთიანება ევროპარლამენტში უნგრეთის პრემიერმინისტრის ს მიერ შექმნილ ულტრამემარჯვენე ფრაქციას პატრიოტები ევროპისთვის შეუერთდა.
ფრაქციის პრეზიდენტი ეროვნული გაერთიანების ლიდერი და პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ჟორდან ბარდელა გახდა.
კვირას, არჩევნების შემდგომ სიტყვით გამოსვლისას ბარდელამ ეროვნული გაერთიანების ევროპარლამენტარი წევრების “დიდ ჯგუფში” [პატრიოტები ევროპისთვის] გაწევრიანება დააანანონსა. მისი თქმით, ალიანსი გავლენას იქონიებს “ძალთა ბალანსზე ევროპაში, მიგრანტების მასობრივი შემოსვლის, სადამსჯელო ეკოლოგიისა და სუვერენიტეტის წართმევის მცდელობების უარყოფით”. ბარდელას განცხადების მიხედვით, როგორც პატრიოტულმა ძალებმა, მათ [ორბანისა და ლე პენის პარტიებმა] ერთად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ “დაიბრუნონ მათი ინსტიტუტები და მიმართულება შეუცვალონ პოლიტიკას, რათა ემსახურონ თავიანთ ერებს”.
პატრიოტები ევროპისთვის ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ძალა გახდა. ალიანსი, რომელსაც უნგრეთის მმართველი პარტია ფიდეში ხელმძღვანელობს, ასამბლეის ისტორიაში ყველაზე დიდი ულტრამემარჯვენე ბლოკია. იგი ვიქტორ ორბანმა უნგრეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის ნაციონალისტურ პარტიებთან ერთად 30 ივნისს შექმნა.