“კარგით, 90 -იანებში თქვენი მშობლები ნორჩები იყვნენ, თქვენ ჩაფიქრებულიც არ იყავით და მესმის, საიდან უნდა გახსოვდეთ 90-იანების სიბნელე, სუსხი და წკვარამი, გადმოცემით იცით რა ქვეყანაშიც ვცხოვრობდით შევარდნაძის დროს. გადმოცემით იცით, როგორ ჩააბარა აფხაზეთი რუსეთს, ვაპატიეთ ყველაფერი და როგორც ცივილიზებულმა ერმა გავუშვით. ზვიადს არ ვაპატიეთ საქართველოს გულმხურვალე სიყვარული და ფაშისტად მოვნათლეთ, მოვკალით და ახლა ვიხოკავთ სახეს. მარგველაშვილს არაფრის გაკეთება და ბლაბლაბლა ვაპატიეთ და ლამაზად გავუშვით. სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili-მა ომი საქართველომ დაიწყოო განა მარტო თქვა, წიგნში დაწერა, საქართველოს ჯარი არც არასდროს ყოლია და არც არასდროს ეყოლებაო, ვაპატიეთ და მის იმედად დგახართ რუსთაველზე. გახარიას თვალების დათხრა გავუტარეთ და 10%-მა ხმა მიეცით. ასეთი რა დაგიშავათ, რომ ვერ პატიობთ მიშას?! აქ არ დავიწყებ ჩამოთვლას რა გააკეთა მიშამ, აზრი არა აქვს, მაინც არ მოისმენთ. ეს ახალგაზრდები დღეს მიშას ადმინმა რაღაც ლაფსუსი რომ დაწერა იმას გამოეკიდეთ და აგინეთ. ციხეში გამოკეტილ კაცს ებრძვით ის ახალგაზრდები, რომლებიც მიშას დროს ნორჩები ან ძუძუმწოვრები იყავით, გადმოცემითაც არ გინდათ მოისმინოთ მისი თანამედროვეებისან, რომ ის რაც დღეს გაქვთ, ევროპული ორიენტაციის საქართველო და სახელმწიფო, როგორც ასეთი-მიშამ შექმნა. მიშას გონებაგახსნილობამ აღგზარდათ თქვენ ასეთი ლაღები, ფერადები, ჭკვიანები, განათლებაზე ორიენტირებულები. ივანიშვილმა დააქცია საქართველო, ახალშობილი ბავშვის ჭურში ჩახრჩობით მოვიდა და რაფალიანცის საქმე დღესაც გამოუძიებელია, იმასაც მიშასთვის შეტენას აპირებდნენ. მის შემდეგ ვერ გაძღა ივანიშვილი ქართველი ხალხის სისხლით, გაგწირათ სამუდამოდ დასაღუპავად და გჯერათ ვისი,-ისევ სალომესი. კარგი დღეს დაგიბარათ და დაამტვრია კრამიტები, დაიბარა ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი. მანაც და თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ივანიშვილი არც მიმსვლელია და არც არსად წამსვლელი. 29 -ის მერე ზურაბიშვილს ყაველა შეცვლის და რა მერე, რას ვშვებით 29-ის მერე ? რა არის გეგმა? პოლიტიკოსები თქვენ არ გინდათ, ლიდერი არა გყავთ , მესმის, რომ არ იცით რა იქნება ხვალ. არც მე ვიცი, არა ვარ პოლიტიკოსი. მეც შეშინებული ვიღვიძებ და ხელის ფათურით ვსქროლავ ტელეფონს, კიდე ვინ მოკლა, ვინ ცემა, ვინ გადატეხა ხერხემალში ამ ურჩხულმა. უნიჭიერესი ხალხი ვართ და ვიგონებთ ახალ ახალ მიზეზებს და პერფორმანსებს, რომ მუხტი არ განელდეს რუსთაველზე, მაგრამ მერე? 29 ის მერე რას ვშვებით? 31-ს ვხვდებით ერთად, მერე ბედობას, შობას და კალანდას. მერე ?
არც თქვენ იცით რა იქნება, მაგრამ ის რაც იცით, იმაზე მიპასუხეთ, ასეთი რა დაგიშავათ მიშამ, რომ ვერ პატიობთ ვერაფერს და მისი სახელის გაგონებაზე გბურძგლავთ და მიშას მხარდამჭერებს სათოფეზე არ იკარებთ.
ძალიან კარგად იმუშავა რუსულმა პროპაგანდამ მიშას ზიზღში აღეზარდეთ ეს თაობა და ამან ისე კარგად იმუშავა, რომ ბიძინას კი არა, ისევ მიშას ებრძვით ცხრაკიდულში გამოკეტილ კაცს.
სირცხვილს ჩამორეცხვა უნდა, ვერც ზვიადის მკვლელობას ჩამოვირეცხავთ ერი და ვერც მიშას განადგურებას. უმადურობაზე დიდი ცოდვა არ არსებობს…
დღეს ბევრი უმადური ახალგაზრდა დავაფიქსირე, რამოდენიმე მათგანი მიშას დაფინანსებით რომ წამობრძანდით ამერიკაში … ისრები გაქვთ გადახრილი. თქვენ, ვისაც ჭკუა უნდა გეკითხებოდეთ ნანკა კალატოზიდან დაწყებული ერთმანეთს ეჯიბრებით მიშას სიძულვილში. ამიტომ გეუბნებით, რომ არეული გაქვთ სამიზნე. ისტორიისთვის 20-30 ან თუნდაც 50 წელი არაფერია. დრო დაწერს ვინ ვინ იყო და ისტორიას მაინც შემორჩება. თუ გვეყოლა ის მთავრობა , რომელიც მიშას შეიყვანს კი არა, ილიას და ვაჟას არ ამოიღებს სახელმძღვანელოებიდან.
აი, ეს მინდოდა მეთქვა.
მაპატიეთ მწარე სიმართლისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ანესთეზიოლოგი, ამერიკის მოქალაქე მარინე ძაგნიძე.