“რომ მეძვირფასებით და თქვენი და ჩემი მეგობრობა მხოლოდ პრივილეგიაა, ამიტომ ერთხელ კიდევ შევეხები თქვენთვის ამ სენსიტიურ თემას. ექიმი ვარ და მესმის, რომ შოკში ჩავარდით, მერე დენაილი დაგემართათ, გაბრაზდით და ტყლაპოები ისროლეთ წინ და უკან, ამიტომ არ ვბრაზდები, გამოუშვებთ ორთქლს და ისევე ისე ლამაზად გააგრძელებთ ცხოვრებას, როგორც აქამდე იყავით.
არავინ არ დააყაჩაღებს თქვენს ბიზნესს, არავინ არ შემოგივარდებათ და ჩამოგიხევთ დროშებს და საყურეს, არავინ არ შემოგივარდებათ საძინებელში. ერთი რამ, რაც არავინ არ იცის, არის ის, რაც ხდება ჩემს საძინებელში, ასევე არ აინტერესებს არავის რაც ხდება თქვენს საძინებელში. ჩემს თავს და თქვენც გილოცავთ ძლევამოსილი და არა მიჩმორებული ამერიკის გამარჯვებას, ვისაც არ ეზარებოდა რომ უბაყუნებდა თავში ჩვენი ჯიგარი ქოცებიდან დაწყებული. აბა, ერთი ტრამპს გაუბედონ და წამოარტყან თავში ხელი. ყველაფერი ნუ დაგყავთ თქვენს საძინებლამდე. ქვეყანაა პირველი, ქვეყანა, რომელსაც ყველა ხმარობდა აქამდე და მერე დასცინოდნენ, ნახმარი ტილოსავით მიაგდებდნენ, გადააბიჯებდნენ და ვენოკებით მის მტრებთან პანაშვიდზე დარბოდნენ. შე მამაცხონებულო: უნიფხვო, წინდაგამოხეული რომ დაგბანე, ჩაგაცვი, დაგაპურე, გასწავლე, გიმკურნალე, სამსახურები გაგიჩინე, დაგასაქმე, მტრისგან თავდაცვა გასწავლე, იარაღი მოგეცი, ზამთარში გაგათბე, შენი ნიჭიერი შვილები უფასოდ სასწავლებლად წამოვიყვანე, მაღალ ღირებულებებზე გაგიზარდე და უკან დაგიბრუნე, მაინც მე ვარ ცუდი და მაჩმორებ?! გამორღვეული რომ გამიხადე ქვედა საზღვარი და ვისაც სიარული არ ეზარებოდა ყველა შემოაძუნყულე ქვეყანაში, გამიხარდებოდა, თუ იცი?! ჩემი და თქვენი საძინებელი ხომ არაა მხოლოდ ამერიკა?! ევროპა ტრაკს რომ უქიცინებს რუსეთს და ფულს აკეთებს პუტინზე, რა გგონიათ მიამიტი პრეზიდენტი რომ არ აირჩია ამერიკამ და enough is enough უთხრა, არ გამიხარდებოდა?! უკრაინაში რაც ხდება, დასრულდება თქვენი აზრით, თუ ვინმემ ორივე მხარე არ დააჯინა ერთად და არ დაასრულებინა ?! თუ სადმე ჩამოწერილი იარაღი იყო მსოფლიოში, გასაღდა უკვე, ვისი მიცემული ჯაველინებით მოიგერია პირველი თავდასხმები უკრაინამ? ვინ უტირა დედა ირანს, ვინ მოაჯინა ადგილზე რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა? ვისა აქვს ამის უკანალი?! რად მინდოდა კამალას მოხდენილი ცეკვა და მოჩვენებითი ღიმილი, თვითონაც რომ მოსწონს და გონია ამით დააბოლებს სამყაროს?! ჩინეთი, კორეა, რუსეთი, ირანი დაჯდება ერთად , მოიჯენდა ამ ქალს გვერდით, დაღეჭავდა და გადმოაფურთხებდა გვერდზე. ვინ ეშინია ლიბრა დემოკრატების დღეს?!
მე ძლიერ ამერიკას მივეცი ხმა, ძლევამოსილ ამერიკას. ამ ქვეყანაში ცხოვრება ავირჩიე მე, იძულებული კი არა ვარ, რომ ამერიკის მოქალაქე ვიყო, 6 წელი ვიბრძოლე ამისთვის და როგორც იქნა მიმიღო და გულში ჩამიკრა ამ ქვეყანამ.
თქვენი აზრით, იმდენად დაბალი IQ მაქვს, ვერ ვხვდები რას ვამბობ და რას ვაკეთებ?, ან ჩემი აზრი არა მაქვს და ადვილად შეგიძლიათ ვინმემ თქვენი აზრი მომახვიოთ თავზე?! თქვენი აზრით ქალთმოძულე, ფაშისტი, რასისტი და ჰომოფობი ვარ?! დაზღნარდით, ყველაფერი კარგად იქნება.
გააგრძელეთ ცხოვრება ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდით. თქვენ არავინ და არაფერი არ გემუქრებათ. პირიქით, უფრო მშვიდად და ამაყად იცხოვრებთ, რომ კვლავ სამყაროს უძლიერესი ქვეყნის მოქალაქეები ხართ. მილიონიანი და კიდევ უფრო ძვირიანი სახლები რომ ვიყიდეთ ქართველებმა, საუკეთესო მანქანები რომ გყავთ (თქვენ, თორემ მე რა ერთი დანგრეული ჰონდათი დავდივარ) სამსახურები რომ გაქვთ, არაფერს არ ვიკლებთ ცხოვრებაში, ღამე მშვიდად გვძინავს და დილის გათენების არ გვეშინია, ვინ გვაჩუქა ეს ამერიკული ოცნება?! ამ დალოცვილმა ქვეყანამ. ამერიკაა პირველი და მერეა ჩემი და თქვენი საძინებელი.
გამგები თუ გაიგებს, ხომ კარგი, თორემ არც აქამდე გინგრევდით სახლის კარს და არც აწი შემოგინგრევთ. მე ისეთი ჯიუტი თხისრქა ვარ, რქებით გავიტან ჩემსას, არც თქვენ გეჭიდებით და ნურც მე დამეჭიდებით, მომეცით უფლება, დავიტოვო ჩემი არჩევანი, მივცე ჩემი ხმა იმას, ვინც მე მომწონს და მევასება.
არც აქამდე შემიწუხებიხართ რამეზე და არც აწი შეგაწუხეთ.
რასაც წერთ, მე მაგაზე არ ვბრაზდები, გითხარით ექიმი ვარ და მესმის შოკში ხართ, არ გჯერათ იმისი, რაც მოხდა და ხართ გაბრაზებულები. მომენტ, არც მე მჯერა, მეც ჩემებურად შოკში ვარ, სიზმრშიც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამე მოხდებოდა ამერიკის თავზე.
ის რაც აწი მოხდება და რა მიმართულებითაც ამოტრიალდება მსოფლიო, მოიმარჯვეთ პასტა და ფურცელი, დაწერეთ, რომ არ დაგავიწყდეთ და მერე მოუყევით თქვენს შვილიშვილებს, მაგის პრეზიდენტობის დროს ვიცხოვრე მეო. ზაგნიძე.
აბა ჰე, აბა ჰო !” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ანესთეზიოლოგი, ამერიკის მოქალაქე მარინე ძაგნიძე.