ენათმეცნიერი მარინე ბერიძე:
არ ვიცი დეტალები და ძალიან მაწუხებს ეს კითხვა: საქართველოში ადამიანი რომ დალევს (ან სხვა საშუალებით გაბრუვდება), მის ბედზე მასპინძელს ან გვერდით მყოფს სთხოვენ პასუხს. როცა მას რამე ხიფათი შეხვდება, ან თავად ჩაიდენს უმსგავსო საქციელს. პირველ რიგში ამბობენ, ასეთ მდგომარეობაში მარტო როგორ გაუშვეს, ქართველები არ იყვნენო?
…
ჰოდა, როგორ გაჩნდა ეს კაცი ამ სამარცხვინო მდგომარეობაში ქუჩაში ჰალსტუხგამოსკვნილი თანაპარტიელებისგან ორ ნაბიჯში? იმ ოფისიდან გამოაგდეს თუ იქ შესვლას ლამობდა? საიდან მოდიოდა, სად მიდიოდა ამ “ლუქზე” მყოფი?
ვისთან დათვრა და ვის კისერზეა მისი ეს თავისმომჭრელი ვოიაჟი თბილისის ქუჩებში?
…
პ.ს. ახლა მოვისმინე ზეპურთა კომენტარები და ყველაფერი ნათელი გახდა: ათი “მოლაპარაკე ტურა” რომელიც ჯეკსონის კლიპის “რემეიქისთვის” კასტინგს გადიოდა, თავს დაესხა ფხიზელ მდგომარეობაში და დრესკოდის შესაბამისად გამოწყობილ პარლამენტარს და ბულინგის ძალით ( შეძახილებით) შემოახიეს ტანსაცმელი, ბაგეზევე შეუცვალეს ლოცვისა და შენდობის მოკრძალებული სიტყვები და უსაზიზღრეს გინებად გარდაქმნეს.
ახლა ყველაფერი გავიგე.
აგაშენათ ღმერთმა. მაგ სიმართლით იარეთ “მთქმელმაც და გამგონებელმაც”.