პარტია “დროას” წევრის მარიკა მიქიაშვილი განცხადებით, რომელიც ამჟამად “ალდეს” კონგრესს ესწრება, განმარტავს, რომ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს შორის, არსებობს სრული კონსენსუსი: საქართველოს ადგილი ევროპაშია.
მარიკა მიქიაშვილის თქმით, „ალდეს“ კონგრესზე პირად საუბრებში საქართველოს პარტნიორები ქართული დელეგაციის მიმართ დიდ ენთუზიაზმს ავლენენ.
ამასთან, მიქიაშვილი ხაზს უსვამს კონგრესზე მყოფი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებშიც.
„მუდამ უსვამენ ხაზს, რომ ჩვენს გვერდით დგანან, გვეკითხებიან, რით შეუძლიათ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება, რას როგორ ვაპირებთ ოპოზიცია გამარჯვების შემდეგ და ა.შ.. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მათგანი საქართველოში ჩამოდის დამკვირვებლად სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით”,- აღნიშნავს მარიკა მიქიაშვილი.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდი ენთუზიაზმი და მოლოდონია, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მიმტაცებელ ხელისუფლებას წარსულს ჩააბარებს.
„70-ზე მეტი ლიბერალ-დემოკრატიული ევროპული პარტიის ალიანსმა, “ალდემ” დღეს, 6 ოქტომბერს, ლისაბონში მიმდინარე კონგრესზე საქართველოში დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
დღეს მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოებს, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ჩინოსნებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა; მოუწოდებს ევროკომისიას, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობასა და არჩევნების გაყალბებას, თავი შეიკავოს “ქართულ ოცნებასთან” მაღალი დონის შეხვედრებისგან.
მიღებული რეზოლუცია აქცენტს აკეთებს ასევე პოლიტიკური დევნისა და დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებაზე. 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობისგან “ალდეს” რეზოლუცია მოელის უსწრაფეს რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.