: ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, მეორე მხარეს – არა

უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ რუსეთს, -სა და უკრაინას შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც შეუძლია ვითარების მოგვარებამდე მიგვიყვანოს ან მოგვარების გზაზე დაგვაყენოს, დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობის მიღწევა სურს.

„ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს და ეს რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა. მეორე მხარეს არიან ისინი, ვისაც მშვიდობა არ სურთ. ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ არის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გუშინ ჟენევაში რუსეთის, -ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება.