მარია ზახაროვა – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ზელენსკის სურს, არა უსაფრთხოების, არამედ საფრთხის გარანტიებია ევროპის კონტინენტისთვის

უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც პრეზიდენტ ს სურს, მიუღებელია, ეს ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ს ლიდერის ყველა ეს იდეა, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპელი სპონსორების – არა სპონსორების, არამედ ევროპის ომის პარტიის – ინიციატივების ასლია, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, აბსოლუტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით ამ გარანტიების მიზანი უკრაინის, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისა და პროვოკაციების პლაცდარმის, შენარჩუნებაა.
„ისინი არ წარმოადგენენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი წარმოადგენენ ევროპის კონტინენტისთვის საფრთხის გარანტიებს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი მტკიცებით, უკრაინისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა მხოლოდ ახანგრძლივებს „კიევის რეჟიმის აგონიას და კონფლიქტის ესკალაციის სერიოზულ რისკებს შეიცავს“.