უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, „კიევის ნატო-ში მიღებაზე უარის თქმა ახლა საკმარისი არ არის“.
„ალიანსმა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირებები უნდა უარყოს, რომელიც მომავალში უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების გარანტიას უზრუნველყოფდა“, – აღნიშნა ზახაროვამ.
