მარია ზახაროვა – უკრაინაში ნატო-ს ინტერვენცია უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის

უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და სთვის მიუღებელია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„ნატო-ს ძალების ჩარევა ში კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნები გეგმავენ თავიანთი ჯარების განლაგებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
„16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა იანვრის დასაწყისში გამართეს დახურული მოლაპარაკებები პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, დემილიტარიზებული ზონის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღონისძიება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ესწრება, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მიმდინარეობს – მედიის წარმომადგენლები მიხეილ სარჯველაძისგან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ