მარია ზახაროვა: რუსეთს უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, აცხადებს, რომ “რუსეთს უფლება აქვს, იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ს ეხმარებიან.“

მისი თქმით, თუ უკრაინა შორი მანძილის გერმანულ Taurus რაკეტებს გამოიყენებს,  გერმანიის სამხედროები პირდაპირ ჩართულები აღმოჩნდებიან ს წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

“კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში კი, ჩვენ მკაცრ და სარკისებურ პასუხებს გავაგრძელებთ,“-ამბობს ის.

გახსოვდეთ, 2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა რუსეთის პოზიცია დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, მწვანე შუქი მისცენ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავიანთი შორი მანძილის სისტემების გამოყენებაზე. ეს პოზიცია უცვლელი რჩება, რუსეთი მიიჩნევს, რომ უფლება აქვს საკუთარი იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისი იარაღის გამოყენების უფლებას გასცემენ. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში კი მტკიცედ და სარკისებრ ვუპასუხებთ”, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი