ს წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების შესახებ ნატო-ს განცხადებები უპასუხისმგებლოა

რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების შესახებ ნატო-ს განცხადებები უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯუზეპე კავო დრაგონეს განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ ალიანსმა რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების საპასუხოდ, შესაძლოა, უფრო აგრესიულად იმოქმედოს.
„ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც შემდგომი ესკალაციისთვის ალიანსის მზადყოფნას აჩვენებს. ჩვენ ეს უკრაინის კრიზისის მოგვარების ძალისხმევის ძირის გამოთხრის მცდელობად მიგვაჩნია. ადამიანებმა, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომელიც თავად ალიანსის წევრებისთვის შეიძლება წარმოიქმნას“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპე კავო დრაგონემ, Financial Times-თან ინტერვიუში, კითხვაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა რუსეთის მხრიდან კიბერშეტევებს, დივერსიებსა და საჰაერო სივრცის დარღვევებს, უპასუხა, რომ ნატო უფრო პროაქტიულად მოქმედებას განიხილავს.
მისი თქმით, „პრევენციული დარტყმა“ შეიძლება „თავდაცვით ქმედებად“ ჩაითვალოს.
„ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. კიბერსფეროში უფრო ხშირად საპასუხო რეაქცია გვაქვს. განვიხილავთ, თუ როგორ ვიყოთ უფრო აგრესიულები და პროაქტიულები“, – აღნიშნა დრაგონემ.