– პოლონეთის მიერ რუსეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, ჩვენ რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შევამცირებთ

პოლონეთის მიერ გდანსკში რუსეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ, ჩვენ რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შევამცირებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„საპასუხო ნაბიჯის სახით, რუსული მხარე რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შეამცირებს“, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს.