მარია ზახაროვა – პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვაზე საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა ელიტამ უკიდურესად ინანოს

ვარშავის გადაწყვეტილებაზე, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატების გადაადგილება შეზღუდოს, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მ განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით არ იცის და რუსეთი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შესაბამის ნოტას ელოდება.
„როდესაც ჩვენ მას მივიღებთ, შევისწავლით და საპასუხო ზომებს მივიღებთ, რათა რუსოფობიაში ჩაფლულმა პოლონურმა ელიტამ მორიგი ანტირუსული ნაბიჯის გადადგმა უკიდურესად ინანოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა, რომ პოლონეთში რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებს პოლონეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვები დაუწესდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება