მარია ზახაროვა – ნებისმიერ ფორმაში უკრაინის გაწევრიანება ნატოში რუსეთისთვის მიუღებელია

რუსეთისთვის უკრაინის ნატო-ში “ნაწილობრივი” გაწევრიანებაც მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ზახაროვამ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერ ფოგ რასმუსენის წინადადების კომენტირებისას გააკეთა, რომელმაც უკრაინის ნატოში “ნაწილობრივი წევრობის” იდეა გააჟღერა.
“ჩვენ ყოველთვის ვხსნით უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს პოზიციას… ნაწილობრივ ან რამე ნაწილების გარეშე, ნებისმიერ ფორმაში, უკრაინის ატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანება რუსეთისთვის მიუღებელია,” – განაცხადა ზახაროვამ. ცნობისთვის, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების იდეაით გამოვიდა, მაგრამ ისე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვრცელდებოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?