მარია ზახაროვა: მოსკოვი მზადაა თბილისს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სახელმწიფოებთან დიალოგში დაეხმაროს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მ უკანასკნელ ბრიფინგზე, კითხვაზე “სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში საქართველოს მთავრობის ახალი ძალისხმევების რეალური პერსპექტივის ალბათობის შესახებ” და “გეგმავს თუ არა რაიმე სახით დაეხმაროს ამ პროცესს”, განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიცია უცვლელია.
“აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან ჩვენი საერთო პრიორიტეტები უცვლელი რჩება – ესაა ცხინვალისა და სოხუმის მიმართ თბილისის მხრიდან ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიული დოკუმენტის გაფორმება, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის ჩაშვება ამ რესპუბლიკებთან”.
მისივე თქმით, გარკვეულ იმედებს უსახავს მოსკოვს უკანასკნელი ბოდიში “2008 წლის ომის გაჩაღებაზე სააკაშვილის რეჟიმის მიერ” და ასევე იმედოვნებს, რომ ეს აისახება ჟენევის ფორმატში მუშაობაზეც.
“რუსეთი როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე და უახლოესი მეგობარი ს, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის, განსაკუთრებით დაინტერესებულია აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში. მოსკოვი მზადაა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში გაუწიოს პროცესს დახმარება”.

ასევე დაგაინტერესებთ