“თქვენ უჩემოდაც კარგად იცით, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. გახსოვთ, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს თავიდან აღარ მოვყვები, იმ დროს ოფიციალურმა თბილისმა და სააკაშვილმა ურთიერთობა გაწყვიტა. ეს არ იყო ჩვენი არჩევანი… მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა ურთიერთობამ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე ბოლო წლებში აქტიურად აღდგენა დაიწყო. სავიზო რეჟიმის გაუქმებით, ფრენების აღდგენითა და ფინანსურ-ეკონომიკური საინტერესო პროექტებით, ტურიზმითა და ა.შ. მე არ დაგარიგებთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, ეს რჩევა მათ საქართველოს მოსახლეობამ უნდა მისცეს, იმ ხალხმა, რომლებმაც მათ ხმა და ლეგიტიმაცია მისცეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროცესი გავაძლიეროთ… შეხედეთ ოჯახების, კომპანიების რაოდენობას, ისტორიული კავშირების, ხალხს თვითმფრინავების მოცდაც კი არ შეეძლო… ორივე მხრიდან ხალხი ამას ელოდებოდა” | ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა პრორუსი ალექსანდრე კობაიძის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც მას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ჰკითხა და დაინტერესდა რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ურთიერთობები დაახლოვდეს.




