კრაკოვში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შემდეგ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ვარშავა აგრძელებს ურთიერთობების განზრახ ნგრევას, მოქმედებს რა მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, „ამ არაადეკვატურ ნაბიჯებს ადეკვატური რეაგირება“ უახლოეს მომავალში მოჰყვება.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კრაკოვში გენერალური საკონსულოს ფუნქციონირებაზე თანხმობას აუქმებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
