– თუ კიევის რეჟიმი რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვას მიიღებს, მაშინ ჩვენ ამას ნატო-ს ქვეყნების რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვად მივიჩნევთ

თუ კიევის რეჟიმი რუსეთის სიღრმეში დარტყმების ნებართვას მიიღებს, მაშინ ჩვენ ამას ნატო-ს ქვეყნების რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვად მივიჩნევთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტის ბუნებას შეცვლის.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დასავლური შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გამოყენებაზე პასუხი მათთვის გარდაუვალი და დამღუპველი იქნება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?