– ზელენსკი ებრძვის არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი არა რუსეთს, არამედ უკრაინელ ხალხს ებრძვის.
„ზელენსკი არ ებრძვის რუსეთს. ზელენსკი ებრძვის უკრაინელ ხალხს და მისი მისია უკრაინელი ხალხის განადგურებაა, მათი განადგურება ნაციონალიზმის დროშების ქვეშ, რაღაც ეროვნული იდენტობის დროშების ქვეშ, მაგრამ ფიზიკურად განადგურება“, – განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, ტყვეების გაცვლის საკითხზე კომენტირებისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ „კიევს არ სჭირდებათ უკრაინის მოქალაქეები, არც ცოცხლები და არც გარდაცვლილები“.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი