– დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები, მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი, საქართველოში – სააკაშვილი

დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ხელისუფლებაში მოიყვანა, როგორც “ადამიანი-ტერმინატორი”, ისევე, როგორც უკრაინაში, უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრის თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – ეს არის სანდუ, უკრაინაში – ეს არის ზელენსკი, საქართველოში იყო სააკაშვილი. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში “გაშვების” ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ისინი ძირს უთხრიან ამ ყველაფერს თავიანთი პოლიტიკით და ფარული ქმედებებით, რომლებიც არ ჩანს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას