– დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს შესვენების საშუალება მისცენ

დასავლეთი 30-დღიან ზავს ითხოვს, რათა კიევს შესვენების საშუალება მისცეს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„დღეს დასავლეთის ქვეყნები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა კიევს სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და რუსეთთან დაპირისპირების გასაგრძელებლად შესვენების საშუალება მისცენ“, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა შაბათს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთს მოუწოდეს, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას დათანხმდეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, 12 მაისიდან უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასიური ახალი სანქციებით დაემუქრნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა. ამასთან, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ს მოუწოდა, რომ თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებს დათანხმდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდება.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დაუდასტურებია მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული