მარია ზახაროვა – ბევრია ისეთი, ვისაც რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭებით ხელის მოთბობა სურს – არ დაიწვან

რუსეთისა და აზერბაიჯანისთვის მეგობრული ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია და ისინი, ვისაც მათი გაფუჭება სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„საკმაოდ ბევრია ისეთი, ვისაც ამით ხელის მოთბობა სურს. უბრალოდ არ დაიწვან. რადგან ჩვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ორი ერისთვის მეგობრული ურთიერთობები მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც მათი დანგრევა სურს, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ“, – განაცხადა მან რადიო „სპუტნიკის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. 30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „სპუტნიკ-აზერბაიჯანიდან“ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი