მარია ზახაროვა: ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ

კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა.
„დღეს, ს ტერორისტული ბუნების, მიერ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების დამალვა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგვიძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერაფერს ვხედავთ და არაფერი ვიცით“, – განაცხადა მარია ზახაროვამ
მისი თქმით,  დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მიღებაზე უარს ამბობს.
„კიევის რეჟიმი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებს. ეს უბრალოდ დეჰუმანიზაციაა. აწარმოებდით თუ არა მათთან დიალოგს? დასხდებოდით თუ არა მათთან მოლაპარაკებების მაგიდასთან? თუ ისინი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებენ, რაზე მეტყველებს ეს? ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ“, – აღნიშნა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.
გუშინ, უკრაინამ და რუსეთმა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გაცვლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება.