მარია ზახაროვას თქმით, მაია სანდუ, ისევე როგორც ზელენსკი და იქამდე სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ს თქმით, მაია სანდუ, ისევე როგორც ზელენსკი და იქამდე სააკაშვილის დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორია.

“ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთ ადამიანებს მედასავლეთეები ხშირად იყენებდნენ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში – სანდუ, ში – ზელენსკი. საქართველოში სააკაშვილი იყო. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში “სტარტის” ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან”. – ამბობს რუსი დიპლომატი.

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს “ერთი შეხედვით საკუთარი ქვეყნების პასპორტები აქვთ, ენა და კულტურაც იციან, შემდეგ კი ბრძანების მიღებისთანავე იცვლებიან”.

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ სიტყვებით მოლდოვაში მიმდინარე ამბებს გამოეხმაურა. ცოტა ხნით ადრე, პრორუსმა მოლდოველმა პოლიტიკოსმა ილან შორმა თქვა, რომ მაია სანდუ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ