მარიამ წიკლაური: Სამართალია ჩვენში დაპატიმრებული, ღირსებააყრილი და დასჯილი!

პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი მარიამ წიკლაური:
2 წელი მაინც მიუსაჯეს ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, თუმცა აღიარეს რომ ეს არაა სისხლის სამართლის დანაშაულიო. Საერთოდ არაა ეგ დანაშაული, უფრო იმის დანაშაულია ვინც აფურთხა ქალს და ტუალეტში გასვლის უფლება არ მისცა, ვინც დაამცირა და სადისტურად მოექცა. Წესით უნდა Გაიცვალოს დგებუაძე – ამაღლობლის სტატუსები.
Უ ს ა მ ა რთ ლ ო გადაწყვეტილებაა 2 წელი! Იმედია სააპელაციოში ვიღაც სინდისიერი სამართლიანობას აღადგენს. Სამართალია ჩვენში დაპატიმრებული, ღირსებააყრილი და დასჯილი!
Ყველა, ვინც ნოემბრიდან მოყოლებული, ცემეთ, აწამეთ და ციხეში გყავთ, იქცევა თქვენს დიდ სასჯელად! Ასე მგონია, რადგან მოქალაქეებისადმი გამოყენებული უსამართლო, სასტიკი მოპყრობა, ტერორი და ფსიქოლოგიური ზეწოლა განსხეულდება თქვენს სასჯელად.
Ღმერთო, დაადგინე სამართალი!

ასევე დაგაინტერესებთ