მარიამ წიკლაური: რატომ აკეთებთ ამას, ქართველო მოსამართლეებო? ქართულო ხელისუფლებავ…

“რატომ აკეთებთ ამას, ქართველო მოსამართლეებო? ქართულო ხელისუფლებავ, ასეთი რა მტრობა ჩაიდეთ გულში თქვენივე მოქალაქეების მიმართ? მტერი არ გაუკეთებს ამას, არამც თუ საკუთარი სახელმწიფო, თავის მასწავლებელს, ქალს, დედას. Თუნდაც ნებესმიერ პატიმარს, რომელთა საქმეებს თვალს ვადევნებთ ამ. Უსამართლო სასამართლო პროცესებზე. ერთი დაკვრით გინდათ ას ფრონტზე გააფუჭოთ საქმე და შიში დათესოთ? არ გამოდის ასე საქმეები, არც სამართალი დგება ასე, არც უკეთესი მომავალი… არ შენდება ასე ქვეყანა! რა პასუხს გასცემთ მომავალს, დაფიქრდით, რას თესავთ… Უსამართლობა Არასოდეს გამოისხამს კეთილ ნაყოფს,” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი მარიამ წიკლაური.

შეგახსენებთ, აქტივისტს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ნინო დათაშვილს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“მზად ვარ, თავდებში დავუდგე ნინოს, რომ მან მოახერხოს ასეთ მნიშვნელოვან დროს შვილის გვერდით ყოფნა” – წერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – კონკრეტულ პოლიტიკოსებზე აქვს ივანიშვილს გადაწყვეტილი, რომ მზის შუქს თავისუფლებაზე ვეღარ იხილავენ, ეს ასევე, არის ცალსახა პასუხი ევროკომისიის ანგარიშზე – ყველა ანგარიშს ივანიშვილი პასუხობს ზუსტად ასეთი გამწვავებული ფორმით

ირაკლი ქადაგიშვილი – გენერალური პროკურორის განცხადებაში არ დამინახავს, რომ რომელიმე ქვეყანა გამოაცხადა მტრულ სახელმწიფოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ – ამ მოვლენებს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით