მარიამ წიკლაური: Ოკუპირებული საქართველოს მოქალაქე მარიამი

“Ესეც 29 დეკემბერი! Წინ კიდევ გრძელი გზაა! Დიდი სამოქალაქო ბრძოლები. Მინდა, არ ვცდებოდე ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და განვითარება უნდა და არაფერი სხვა.
Პირველ რიგში მადლობა ქალბატონ სალომეს, რომელმაც მშვიდად, პროტოკოლურად, კანონის დაცვით დატოვა რეზიდენცია და აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას ხალხთან ერთად. Ალბათ, აუცილებლად გაჩნდება ახალი პოლიტიკური პლატფორმა. Მე პირადად ეს ძალიან გამახარებს, თუ აღარ მექნება არჩევანი მხოლოდ ქოც-ნაცურ უკვე ყელში ამოსულ, გადაგვარებულ, დანეკროზებულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებმაც თავი წაჭამეს ქართველ ხალხს, გახადეს პროპაგანდის მსხხვერპლი, დააჯერეს დაუჯერებელი და გაბუდაყებულ დევებად იქცნენ. Ქვეყანას კი, ისედაც ამხელა ბოლშევიკურ-საბჭოურ-რუსული მუხრუჭებით შეგვიანებულს, ჩამორჩენილს, ახლა კიდევ მუხრუჭებს უზეთავენ. Გეყოთ!
Მე მგონი, ქართული სამოქალაქო საზოგადოება არნახულ პროგრესს განიცდის და ხალხის ენერგიას, ერთობას და უკეთესობისაკენ, ევროპულ სწრაფვას წინ ვერაფერი დაუდგება! Ბრალი მისი, ვინც ამას არც იმჩნევს, ვერც ხედავს და არც ესმის. Ბრალი მათი, ვინც მზადაა, კიდევ ათასი სისულელე იბოდიალოს ოცნების სასარგებლოდ, გინდ ფილოსოფოსი ერქვას, გინდ ჟურნალისტი და გინდ პედაგოგი.
Აქამდე ასე მოაწყო მმართველმა პარტიამ, რომ პოლიტიკაში
Პოლიტიკოსების ნაკლებობა იყო. უფრო ქლესათა და მონათა ერთობები, პსიქოპათები, ივანიშვილის ნებაზე ზიზღისა და საზოგადოების გათიშვის ენაზე მართავდნენ ქვეყანას. Შედეგებიც ამიტომაა სავალალო. Საქართველოს სწორ განვითარებას პოლიტიკოსები ესაჭიროება, ყველა თავის ადგილზე უნდა გადანაწილდეს. Დროა უკვე რაღაც გამოიკვეთოს სერიოზული, ახალი პოლიტიკური პლატფორმ(ებ) ის, პარტიების სახით, დროა! Პროფესიონალები გვჭირდება, პოლიტიკოსებიც, კონსტიტუციონალისტებიც, იურისტებიც, მაგრამ არა და არა ბიზნესმენები, რომლებიც მოდიან პოლიტიკაში ფულის საკეთებლად, აკეთეს კიდეც მილიონები გაიმრავლეს. Არა, ადამიანებო, ასე არ შეიძლება. Ბიზნესი ბიზნესად, სპორტი სპორტად, Მარიაჟა ცოლიკოები და შვილიკოები ლამაზ გოგონებად, მაგრამ დაეტიეთ ყველანი შესაფერის ადგილებზე და აღარ მიეკაროთ პოლიტიკას. Ქვეყანა თქვენს ამბიციებს არ უნდა გადააყოლოთ.
Ლუსტრაციის კანონს აქ არავინ აამოქმედებს, ერთი საკუთარი სინდის-უსვინდისობის ამარა უნდა იმოქმედოთ. Არავითარი ოლიგარქიული მიდრეკილების ხალხი პოლიტიკაში, ამას ვინატრებდი, ასევე ვინატრებდი ფსიხოებსაც. Მოვაშორებდი პოლიტიკის გიჟ რადიკალებსაც. Რაც მთავარია სუპერუზნეო ტროლ-ბოტურ ინსტიტუტს გავაქტრობდი.
Ნუთუ ვერ უნდა დავაღწიოთ თავი სხვა დიდი მოთამაშეების თამაშს? Ნუთუ ქვეყანას ვერ უნდა მივხედოთ? Სირცხვილია ასეთ ტყუილსა და სიცრუეში ცხოვრობდეს ადამიანი!
Მადლობა ჩვენს ხალხს, ვისაც ქვეყნის სიკეთე ამოძრავებს და ამხელა სამოქალაქო აქტივობას ავლენს. Თვალნათლივ ჩანს რომ სიახლისადმი სწრაფვა, განვითარების სურვილი ებრძვის სტაგნაციურ კომფორტს, შიშს, არასწორ აღქმებს… Ხალხი დააშინეს ომით, მასობრივი გიპნოზი და კაშპიროვსკიზმი მგონია, რაც ხალხის თავს ხდება. ივანიშვილი ძალიან ბინძურ პროპაგანდას ეწეოდა, როცა ხალხი ასე დააშინა ომით ევროპით, ელგბტ თემით… Სინამდვილეში ეს არმორალური და უკანონო ქმედებაა, ტოტალიტარიზმი, დიქტატურა და ასეთი მმართველობა უკეთებს მსგავს “გიპნოზს” ხალხს. Მივედით პოლიტიკურ კრიზისამდე.
Იმედია, მაინც გადავლახავთ, მაგრამ მერეც უნდა ერთად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში… Მერეც უნდა სულ გვახსოვდეს, რომ სამოქალაქო სიფხიზლე სულ საჭირო იქნება. Არავის უნდა ჰქონდეს უფლება სასტიკად აწამოს მოქალაქეები, ახალგაზრდები, ჭრან და კერონ კანონები, ფეხქვეშ გათელონ ადამიანური ღირსება და უფლებები. Არავის ხელში Ჯიბის ქვეყანა არ უნდა გავხდეთ, არავის მილიარდების სანაცვლოდ…
Სათქმელი ბევრია, მაგრამ ადამიანებო, ფხიზლად ვიყოთ! Საქართველოს ხალხის გარდა სხვა პატრონი არ ჰყავს! Ამის მჯერა! Მოვითხოვოთ ახალი პოლიტიკური პლატფორმების შექმნა, ეს ურთულესი და ხანგრძლივი პროცესი დავაჩქაროთ. Ეს იქნებოდა ჩემი თხოვნა.
Ოკუპირებული საქართველოს მოქალაქე მარიამი” – წერს სოციალურ ქსელში პოეტი, მარიამ წიკლაური.