მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!

“Ასეთი ვნების კვირა, ასეთი წითელი პარასკევი და არც ასეთი აღდგომა არ მქონია… Საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების მერე, ასეთი ერთიანობის სიხარული არ მახსოვს, 26 მარტს არ ვთვლი. Და ეს მხოლოდ ახალგაზრდების დიდი მაცოცხლებელი ენერგიის გამოისობით! Ვნერვიულობ მხოლოდ იმაზე, რომ ძველმა პოლიტიკურმა ძალებმა არ გამოიყენონ ბინძურად ეს ახალი ენერგია. Მაგრამ Უკვე ვიცი, რომ ისინიც ჩემი შვილების და შვილიშვილების თაობა ჩემსავით ელოდებიან იმ ახალი ძალის დაბადებას, ვისაც არ ექნება, ძველი ბინძური ისტორია და ფასეულობები! Ისინიც ჩემსავით ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით უნდა შევძლოთ და ლეგიტიმურ არჩევნებამდე მივიყვანოთ ქვეყანა, ისინიც ჩემსავით ფიქრობენ რომ არანაირ პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგონ და რომ ეს სუფთა გულების და განახლების, ეს ევროპული გზიკენ მსწრაფი ენერგია არ უნდა მიათვისებინონ ვიღაც ვიგინდარა პროვოკატორებს, ფულისტომარა ხალხს და ორგანიზაციებს. Მათაც ჩემსავით Აქვთ იმედი, რომ ნელ-ნელა ყველა მიხვდება, რომ საქართველო როგორმე, უნდა დაეხსნას რუსულ ორბიტას და განვითარდეს რეალურად! Ესა ზუსტად აღდგომაც ახლა. Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!
Სამყაროში მართლაც ურთულესი მდგომარეობაა და ვერც ჩვენს მდებარეობას, ვერც ჩვენს ეთნოფსიქიკას და ვერც ბოროტების ხასიათს შევცვლით, მაგრამ ერთად მაინც მივაღწევთ მიზანს უარი ვუთხრათ ყველაფერს, რაც საქართველოს განვითარებას აფერხებს! Მაინც უკეთესები გავხდებით, ვიდრე ვართ! Ჩვენს თავსაც ვაჯობებთ და მტერსაც!
Მშვიდობა და სამართლიანი სამართალი საქართველოს, თავისუფლება საქართველოს, სიყვარული და ერთობა საქართველოს!
Სინანულსაც შევძლებთ, სიყვარულსაც, აღდგომასაც, გამარჯვებასაც, წინსვლასაც, განვითარებასაც!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი მარიამ წიკლაური.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს