მარიამ ქვრივიშვილი – 2024 წლის იანვარი – ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

2024 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონი . დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ორი კვარტლის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია და 2019 წლის შესაბამის დონეს 30.4%-ით აჭარბებს.
„ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ აგრძელებს იყოს დივერსიფიცირებული. შემოსავლების ზრდაში ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ჩვენს ქვეყანაში იზრდება ავიაკომპანიების რაოდენობა და ფრენის სიხშირეები. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზებას საერთაშორისო არეალზე. ასევე, იზრდება ტურისტული ნაკადები. ამდენად, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით – დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ტურიზმის სექტორის მდგრადობასა და რა თქმა უნდა, ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების კეთილდღეობაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან, (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით და 246.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), დან (გაიზარდა 27.2 მლნ. აშშ. დოლარით, 175.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთიდან (გაიზარდა 23.1 მლნ. აშშ. დოლარით, 287 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 17.6 მლნ. აშშ. დოლარით, 78.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), დან (გაიზარდა 10.5 მლნ. აშშ. დოლარით,32.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

ასევე დაგაინტერესებთ