მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, Air China -სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება დააჩქარა

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიის დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი, გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი ქარქაშაძე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ ძალიან დიდი სტიმული მისცა სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
მისი თქმით, ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა მიმდინარე მოლაპარაკებებს ჩინეთის ავიაკომპანიებთან, Air China – სთან კი აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება დააჩქარა.
„Air China – ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განვითარდეს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები, რაც დადებითად აისახება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის და სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებაზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა