მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთს და უზბეკეთს ეწვევა

მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთს და უზბეკეთს ეწვევა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალურივიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაცდაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთისაღმასრულებელი ხელისუფლებისწარმომადგენლებთან. ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
“ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრასგამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟასბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრებიტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთანდა ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.
ყაზახეთის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთსეწვევა”, – აღნიშნულია პრესრელიზში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში,რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს,იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადიარველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურიდირექტორი ლაშა აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა