მარიამ ქვრივიშვილი ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, პრემიერად წარადგინონ – ეს ძალიან არასერიოზული კითხვაა და ასეთ არასერიოზულ კითხვებზე პასუხებიც, შესაბამისად, არასერიოზულია

რა თქმა უნდა, ძალიან არასერიოზული კითხვაა და ასეთ არასერიოზულ კითხვებზე დღეს ალბათ პასუხებიც შესაბამისად არასერიოზულია, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის შესაძლო წარდგენას შეეხებოდა.
გარდა ამისა, მან დღეს ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ „ეს აქტივობაა ქართველი ხალხის პასუხი ოპოზიციური პარტიების მიმართ“.
„ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ და მათ შორის შედეგები, რომელსაც ერთად ვიზეიმებთ დღეს მოგვიანებით, მათ შორის არის პასუხი ზუსტად ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება „ქართული ოცნების“ [ამომრჩეველი]. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კვლავ არიან აბსოლუტურ უმრავლესობაში და დღეს მოგვიანებით ჩვენ ერთად ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატის გამარჯვებას უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში.
„შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობს იღებს 12 საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც კონკურენტულ გარემოში ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება 8,184 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი 55 ორგანიზაციიდან, აგრეთვე 984 წარმომადგენელი 73 მედია-ორგანიზაციიდან. თითოეულ დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენელს აქვს სრული შესაძლებლობა, დააკვირდეს ს მიმდინარეობას და გააშუქოს საარჩევნო პროცესები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის მილიონმა, 990 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა, რაც თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მონაცემებთან.
მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს საქართველოს და მისი თითოეული კუთხის, თითოეული ქალაქისა და სოფლის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, რათა მეტი სიკეთე შევიდეს საქართველოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.