მარიამ ქვრივიშვილი გუდაურის მსოფლიო ჩემპიონატზე – ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო – სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება

გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი სამთო – სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით გუდაურისთვის.
„ეს არის უშუალოდ კურორტისა და სამთო – სათხილამურო პოტენციალის ახალი აღიარება. გასულ წელს წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო ჩემპიონატს, ასევე 2023 – 24 წლებში ჩავატარეთ მსოფლიო თასების ეტაპები და მოვიპოვეთ კიდევ ერთი გამარჯვება – გუდაური იქნა არჩეული, როგორც 2024 წელს მსოფლიო სნოუბორდის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ასევე აღიარება იმ გაწეული შრომისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა გუდაურში სამთო – სათხილამურო ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით ახორციელებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება, რომელსაც წარმატებით ჩაატარებს ჩვენი ქვეყანა, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებაზე. შედეგად, მოველით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს საქართველოს სამთო კურორტებზე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ან ჩართული თითოეული მეწარმის გაძლიერებას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გუდაურში ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის (შვეიცარია, ავსტრალია, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, , საფრანგეთი გერმანია, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, , , და საქართველო) 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას