მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პარსელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეწვია და მაღალჩინოსნებს შეხვდა. მათ უთხრეს, რომ თბილისი „დაინტერესებულია -სთან ურთიერთობის გადატვირთვით“.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი არველაძემ.
ინფორმაცია სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა.
პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები“.
რაზე ისაუბრეს – სამინისტროს ვერსია
ამავე წყაროს თანახმად, „ყურადღება გამახვილდა“ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
ამ შეხვედრაზეც აღნიშნეს, რომ „ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით“.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის, ს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას.
მისივე თქმით, „მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია“.
განიხილეს „ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრიც“ – მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის საკითხები.
„შუა დერეფანი“
პრესცენტრის განცხადებით, „ორივე მხარემ“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა – აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე, ყურადღება გაამახვილეს „ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს“, თუმცა პრესრელიზში ეს პროექტები დაზუსტებული არ არის.
მათ შორის, არ არის ნახსენები ანაკლიის პორტი.
„ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი – ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, – ვკითხულობთ სამინისტროს გავრცელებულ ცნობაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა აშშ-ის საელჩოს პრესცენტრს კითხვით, რა გზავნილები გადასცა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პარსელმა მარიამ ქვრივიშვილს. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
ვინ არის ალან პარსელი
· ალან პარსელი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელია 2025 წლის 16 ივლისიდან – მას შემდეგ, რაც ელჩმა რობინ დანიგანმა პოსტი დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე.
· ალან პარსელი საქართველოში ჩამოვიდა 2023 წელს, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
· 2021-2022 წლებში იყო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კიევში, ში.
· მანამდე ალან პარსელი მსახურობდა სხვადასხვა პოზიციაზე სახელმწიფო დეპარტამენტში, ვაშინგტონში:
· 2019-2020 წლებში ასრულებდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში.
· 2011-2013 წლებში იყო კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორის მოადგილე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი და აშშ-ის ელჩი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ამ დრომდე არ შეხვედრიან ერთმანეთს.