მარიამ როინიშვილი “ვარდოს” როლში და ბრწყინვალე შესრულება – მარიამ როინიშვილის ვიდეო რეპეტიციიდან – Marao

მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია – იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული “ჩიკაგოში” ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
ამჯერად მარიამის ვიდეოს მისი მეგობრები აქვეყნებენ. ის ცნობილ სიმღერას “გზები მაინც გამინათე მთვარეო” ფილმიდან “ვერის უბნის მელოდიები” ასრულებს.
ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მარიამის რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. თუმცა მათი ურთიერთობა მალე დამთავრდა.
“ძალიან მალე გავიზარდე. 20-დან 25 წლამდე ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა. 22 წლის ვიყავი, როცა ქმარს გავშორდი და უცებ სხვა მარიამი გავხდი. ამ ნახტომისთვის მზად არ ვიყავი და ცოტა შეშინებული ვარ. შვილმა და გამოცდილებამ ერთდროულად შემცვალა. ადამიანებს ისედაც არ ვენდობოდი, რაც ჩემს დიდ მინუსად მიმაჩნია, მაგრამ ახლა უფრო გამიორმაგდა უნდობლობა როგორც მამაკაცების, ასევე ზოგადად, ადამიანების მიმართ. მგონია, რომ მეორე ნახევრის არჩევა ძალიან გამიჭირდება, უპირველესად, ერთგულებას მივაქცევ ყურადღებას.
ძლიერი ქალი გავხდი, რკინასავით ვარ. ხანდახან საკუთარი სიტყვებისაც მეშინია, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ ვერაფერი დამანგრევს. არ ვიცი, ეს თავდაჯერება საიდან მოვიდა, ცოტა კაცურ ძალას ვგრძნობ, რაც არ მომწონს. არ მინდა ელენესთვის დედაც ვიყო და მამაც, მაგრამ ვხვდები, რომ ზედმეტი ვალდებულებები დამეკისრა. ასეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ. ლერწამივით ვიყავი, ცოტა მიამიტიც კი. ასეთი მარიამი უცებ გავხდი, ყოველგვარი ეტაპების გავლის გარეშე”, – ამბობდა მარიამ როინიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ