მარიამ მეყანწიშვილი: ვუერთდები ქ.ნ აზას და მასთან ერთად ვიწყებ შიმშილს!

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

მეყანწიშვილის თქმით, პროტესტის ამ უკიდრეს ფორმას მიმართავს იქამდე, ვიდრე დაკავებულ 71 წლის აზა ჩილაჩავას არ გაათავისუფლებენ.

ვუერთდები ქ.ნ აზას და მასთან ერთად ვიწყებ შიმშილს! გავაგრძელებ იქამდე სანამ მას ტყვეობიდან არ გაათავისუფლებენ!
#დაგვიბრუნეთ აზა ბებო, – წერს აქტივისტი და აზა ჩილაჩავას ფოტოს აქვეყნებს.  

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან