რა შეეშალა ირაკლი ღარიბაშვილს – დღეს ეს კითხვა “პირველებმა” “ოცნების” წევრს, მარიამ ლაშხს დაუსვა. ლაშხი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს “ქვეყანასთან და ხალხთან” შეეშალა.
მთავარი არის ქვეყანასთან და ხალხთან არ შეგეშალოს. (ჟურნალისტი: რა შეეშალა ღარიბაშვილს?) ბრალი რაზეც აქვს წაყენებული ის”, – ამბობს ლაშხი.
მისი თქმით, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც სახელმწიფო ინტერესებიდან გადაუხვევს, უნდა აგოს პასუხი:
მე ვარ პარლამენტის წევრი, შესაბამისად ჩემს კომპეტენციაში არც ის სამართლებრივი საქმიანობა არ არის, რაზეც იყო. მთავარი და ძირითადი არის ის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც სახელმწიფო ინტერესებიდან გადაუხვევს, უნდა აგოს პასუხი.
ირაკლი ღარიბაშვილის ხვალ ჩანიშნული პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო.
როგორც ექსპრემიერის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი “პირველებს” ეუბნება, პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით მიმართა.




