მარიამ ლაშხის აზრით, “გლობალური ომის პარტია” მასონების მსგავსი ძალაა

ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას გლობალური ომის პარტიას მასონებს ადარებს, რომლებსაც “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”.
მისი სიტყვებით, ზუსტად არ იცის ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად. თუმცა, მისი თქმით, „მტკიცებულებები აქვთ, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს“.
ჟურნალისტი მარიამ ლაშხს ეკითხება: თქვენმა პრემიერ-მინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია? რაზეც ლაშხი ასე პასუხობს:
„ეს არის… გჯერათ მასონების? თავისუფალი მასონების… მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ დამატებით მეორე ხმაც…
ჟურნალისტი: ერთ წუთით, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ… რას აკეთებენ თვისუფალი მასონები? თქვენი აზრით, თავისუფალი მასონები გლობალური ომით მანიპულირებენ?
მარიამ ლაშხი: უბრალოდ ვადარებ მათ, თავისუფალ მასონებს, რომლებიც რაღაც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ.
ჟურნალისტი: და მათ გარდა სხვა ვინ არიან?
მარიამ ლაშხი: მასონები, რომლებსაც გავლენა აქვთ და ხომ ვაღიარებთ, რომ მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა.
ე.წ. „გლობალური ომის პარტიას“ „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ახსენებენ – პრემიერმა ირაკლი მ ვროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ, მაგალითად, თქვა რომ მან ამ თემაზე ო’ბრაიენს ინფორმაციის 30% გაუზიარა.
„ გახსნილად ვერ ვსაუბრობთ. თქვენ თუ გიზიარებთ ინფორმაციის დაახლოებით 20%-ს, ბატონ ო’ ბრაიენს გავუზიარე ინფორმაციის დაახლოებით 30%. დახურულ შეხვედრაზეც კი რთულია ამ თემებზე საუბარი… საქმე ეხება ძალიან, ძალიან უხერხულ საკითხს და საკმაოდ სახიფათო საკითხს. სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით“, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ