მარიამ ელიეშვილი დაინიშნა – ცნობილია, მომღერლის რჩეულის ვინაობა

მარიამ ელიეშვილი დაინიშნა. უმშვენიერესი მომღერლის რჩეული ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ბიზნესმენი, გიორგი მჭედლიშვილია.
„ზოგისთვის მოულოდნელი იქნებოდა, ზოგს გაუხარდებოდა… ცოტა მოულოდნელი იყო, მეც არასდროს წარმომედგინა, ასე შორს თუ გადავწყვეტდი და ოჯახს შევქმნიდი. თუმცა, წინასწარ არასდროს იცი არაფერი.
ჩემი მეუღლე გიორგი მჭედლიშვილია, წლებია ამერიკაში ცხოვრობს. გიორგი ცხოვრობს ფილადელფიაში და არის ძალიან წარმატებული ადამიანი, წლებია მისი საქმიანობა ამერიკაში ხორციელდება.
ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით, საქართველოში. შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით გავაგრძელეთ ურთიერთობა. გიორგი ჩემს გასტროლებზე ჩამოდიოდა ხოლმე.
ვინც მას იცნობს, იცის, რომ მისი გრაფიკი ძალიან დატვირთულია და წარმატებულია ყველა სფეროში. ბიზნესმენია, დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და ქართული ღონისძიებები რაც ტარდება, აქტიურადაა ჩართული,“ – ამბობს მარიამ ელიეშვილი „პოსტ ალიონში“.

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao