მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

“როდესაც რუსთაველზე „რუსული კანონის“ მიღებას მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა, რომელიც იმდენად დამიზიანდა, რომ მას შემდეგ ერთი თვალით თითქმის ვერ ვხედავ, მეორე თვალზე კი ხედვა განახევრებული მაქვს.
არც ვაპირებდი ახლა ამის გახსენებას, არც საუბარს ამაზე, რომ არა ახალი ამბავი, რომ თურმე ხელისუფლება აქციების დასაშლელად ისეთი საშუალებებს იყენებდა, რომელიც სრულიად იყო აკრძალული, რაც იდეაში ვიცოდით კიდეც. მე პირადადაც გამოვცადე საკუთარ თავზე და დღემდე ვცდილობ იმ ზიანთან გამკლავებას, რომელიც მაშინ მივიღე.
არ ვიცი ვინ როგორ დაივიწყებს მომხდარს, თუმცა მე რომ ვერ შევძლებ, რაც არ უნდა ვცადო, ფაქტია.
ხო ეს ფოტოები მეორე და მესამე დღეს ჩემს მდგომარეობას მხოლოდ ვიზუალურად აღწერს, გაუსაძლისი ტკივილები და პრობლემები აქ არ ჩანს.” | წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ გელოვანი
დღეს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე”გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. საშიში ქიმიური ნივთიერება – კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – პატიმრობა შეეფარდა ორ პირს, რომელთაც თანხის გამოძალვის მიზნით დაზარალებულის ეზოში მუქარის შემცველი წერილები დატოვეს, სადაც 50 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ და სხვადასხვა დროს ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დაწვეს

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს