მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრი გახდა

თამარ ივერის მოსწავლე მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად თამარ ივერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მინდა გაცნობოთ რომ ჩემი მოსწავლე მარიამ გაგლოშვილი დიუსელდორფის ოპერის დასის წევრი გახდა. ის 30 სოპრანოში საუკეთესოდ შეარჩიეს. ძალიან მიხარია რომ ჩემი მარიამი… აბსოლუტური აუტსაიდერიდან – აბსოლუტურ ლიდერად ვაქციე უპირველესად მისი შრომისმოყვარეობით და მიზანდასახულობით❤️❤️ წინ უფრო და უფრო დიდი წარმატებები ელის, მაგრამ დასაწყისი უკვე შთამბეჭდავია ❤️❤️✊🏼✊🏼
დიუსელდორფის ოპერის ისტორიაში აქამდე კონტრაქტით დასაქმებული ერთადერთი ქართველი მამუკა მანჯგალაძე იყო, ახლა კი ოპერაში ორი ქართველი იმოღვაწევებს.
“თითქმის 11 წელია, რაც ამ შესანიშნავ ოპერაში ვმუშაობ და ამ ოპერის ისტორიაში ასეთი კონტრაქტით მარტო მე ვიყავი ქართველი და ახლა უკვე ორნი ვართ,თან ქრისტეს შობას და ახალ წელიწადს დაემთხვა ეს სიახლე, ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ და უნიჭიერეს მომღერალს მარიამ გაგლოშვილს ამ მშვენიერ ამბავს და მის ვოკალის პედაგოგს, საყოველთაოდ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავს და არაჩვეულებრივ მაესტრას, თამარ ივერს ამ დიდ წარმატებას! 😚🤗💖💝”, – წერს მამუკა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა