მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ტურნირის გამარჯვებულია!

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ქალებში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ქართველი ჩოგბურთელის მარიამ ბოლქვაძის გამარჯვებით დასრულდა.
მარიამმა ფინალში რუსი მეტოქე, ელენა პრიდანკინა მარტივად 6:2, 6:1 დაამარცხა.
ნახევარფინალში ჩვენმა ჩოგბურთელმა ს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა შუბლაძეს მოუგო, მანამდე კი მასპინძელ სანდრა სამირს, მარია ტკაჩევასა და თურქ ჩაგლა ბიუიკაკჩაის სძლია.
აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ბოლქვაძეს ერთი სეტიც არ წაუგია.
25 წლის მარიამ ბოლქვაძისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია.