მარიამ ბაჯელიძე: კალაძემ, ვიცოდით, რომ ავარიული იყო …

მარიამ ბაჯელიძე:
კალაძემ, ვიცოდით, რომ ავარიული იყო, ჩანაცვლების პროგრამა გვინდოდა აგვემუშავებინა, მაგრამ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა არ გვქონდა და ვერ განვახორციელეთო.
დავუშვათ, რაც თქვა – მართალია. რანაირად აიხსნება რომ:
1. გარშემო ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და უბრალო გამვლელი ყველა ჯერზე იდგა სიკვდილის საფრთხის წინაშე?
2. რანაირად იყო შესაძლებელი ამ კორპუსის ქვეშ გარე ვაჭრობა? რატომ არავინ უზრუნველყოფდა ტერიტორიის გადაკეტვას ისე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო?
3. რანაირად ჰქონდათ მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებს, რომლებიც ამ შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებენ – უფლება, რომ იქ გაეხსნათ ობიექტები?
მერამდენედ ცდილობს ეს კაცი, თავისი პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს, ხან კონტრაქტორ კომპანიას, ხან მაცხოვრებელს და ხან ვის.
რაც მთავარია, ინტერვიუშივე განაცხადა, ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები, სამწუხაროდ, ბევრიაო. ს ა ს ა კ ლ ა ო !

ცნობისათვის, სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. როგორც ისინი ამბობენ, თავად დაინახეს, რომ მინიმუმ სამი ადამიანი ნანგრევებში მოყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს