მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გამართავს საჯარო მოსმენებს ისრაელის მიმართ გენოციდის ბრალდების საკითხზე

გაეროს მთავარმა სამართლებრივმა ორგანომ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ, მომავალ კვირაში, 11-12 იანვრისთვის, დაგეგმა საჯარო მოსმენები ს მიმართ სავარაუდო გენოციდში ბრალდების განაცხადზე.
სასამართლოს თანახმად, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმის აღძვრის განაცხადი 29 დეკემბერს სამხრეთმა აფრიკამ შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში პალესტინელების მიმართ, სავარაუდოდ, დაარღვია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების კონვენციით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლოს იტყობინება, რომ სამხრეთ აფრიკის განაცხადით, „ისრაელის ქმედება … ატარებს გენოციდის ხასიათს, რადგან ის ჩადენილია კონკრეტული განზრახვით … …გაანადგუროს ღაზაში პალესტინელები, როგორც ნაწილი პალესტინელების ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური უფრო ფართო ჯგუფისა“.
მოსმენების პირველ დღეს, 11 იანვარს, სასამართლო სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს მოუსმენს. მეორე დღეს ისრაელის წარმომადგენელი ილაპარაკებს.
2023 წლის 7 ოქტომბერს -ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულმა ჰამასმა იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთ არეალზე. ამ თავდასხმას 1200-მდე პირი ემსხვერპლა, მძევლებად წაიყვანეს 240 ადამიანი. მათი ნაწილის გათავისუფლება მოხერხდა, დიდი ნაწილი კვლავ ჰამასის ხელშია. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში ავიაციის და სახმელეთო ჯარების მონაწილეობით წამოიწყო ფართო სამხედრო ოპერაცია.
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 22 ათასამდეა, მათი დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან. გაეროს თანახმად, ღაზის სექტორში დევნილია 1,9 მილიონი ადამიანი, მთელი მოსახლეობის 85 პროცენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას